среда, 11 ноября 2009 г.

ინტერვიუ შურა პაპასთან




ალექსანდრე ელიზბარაშვილმა (შურა პაპამ) საკუთარი ეზო ნამდვილ ბოტანიკურ ბაღად აქცია, მისი გაშენება ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო, ამ საუცხოო ბაღის სანახავად საზღვარგარეთიდანაც კი ჩამოდიან.აქ დეკორატიული, ეგზოტიკური და რაც მთავარია, ძალზედ იშვიათი, ჩვენი კლიმატური პირობებისთვის უჩვეულო მცენარეები ხარობენ.
ჩვენი სკოლის მე–5 კლასის კლასის მოსწავლეებმა, ჩვენთან ერთად და ყოფილ მასწავლებელთან ქალბატონ ხათუნა თაყაძესთან ერთად, ისაუბრეს შურა პაპასთან და ინტერვიუც ჩამოართვეს.... იმდენად კმაყოფილნი და გაოცებულნი იყვნენ ბავშვები, რომ წამოსვლა აღარ უნდოდათ... შურა პაპა ბავშვებს გულახდილად ესაუბრა და ლამაზი და მშვიდი მომავალი.... იმედიანი და შრომისუნარიანი ახალგაზრდობა უსურვა....

– როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?


– 1953 წელს ძველი ეზოიანი სახლი ვიყიდე, დავანგრიე და მის ადგლას დიდი ორსართულიანი სახლი ავაშენე. მაგრამ სახლი რა სახლია თუ ბაღი არ ამშვენებს?! გადავწყვიტე ისეთი ბაღი გამეშენებინა, დიდი თუ პატარა–ყველა გამეოცებინა. მგონი მივაღწიე საწალდელს... ნარგავები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ადგილიდან ჩამომქონდა. უცხოეთიდან კი ყველას ვაბარებდი ტუ ვინმე წავიდოდა რომ წამოეღო ნერგი თუ არა თესლი მაინც...სხვათაშორის აფრიკაში ერთი ისეთი ,,კაშკაშა ხე“ ყოფილა (ეშმაკის ხეს) ეძახიან რომელიც ღამით ანათებს. თურმე ისეთი შარავანდედი ადგია თავზე რომ ღამით წიგნსაც კი წაიკითხავ... აი ასეთი ხე რომ მქონოდა, რას დაამშვენებდა ჩემს ბაღს?


– რამდენი სახეობა მცენარეა თვენს ბაღში?


_სამოცდაათამდე. ყველას რა ჩამოთვლის: ტროპიკული ლიანები, მანდაგორა, იშვიათი ჯიშის პალმები, მარადმწვანე ქაცვი, 5–6 სახის ბზა, ჩინური ვარდი, ცხენისწაბლა... ჩემი ბაღი ზამთარ–ზაფხულს ერთნაირად ლამაზია, სხვადასხვა ჯიში სხვადასხვა სეზონზე ყვავილობს. გაზაფხულზე ძირითადად ვარდები ყვავილობენ, ზაფხულში ფხვიერა ეხვევა, თანდათან ტროპიკული მცენარეებიც იღვიძებენ. მერე 3 თვე ვაზი, სურო, ჟასმინი ახარებს თვალს. ზამთვარში კი მარადმწვანე მცენარეების წყალობით ბაღი ისევ თვალისმომჭრელია, ხასხასა მწვანე მცენარეებს თეთრი თოვლი ადნებათ... მწვანე ფერი ახალგაზრდობისა და სიმორცხვის სიმბოლო სიწმინდისა და სისპეტაკის სიმბოლოს –თოვლს ერწყმის.

–ბაღში მხოლოდ დეკორატიული მცენარეებია?

რა თქმა უნდა, აბა ის ბაღი რა ბაღია,სადაც კაცს პირის ჩატკბარუნება არ შეუძლია?! ჩემტან სეგიძლიათ მიირთვათ ვასლი, მსხალი, კარალიოკი, თხილი, ალუბალი, ციტრუსები, ყურძენი. აქვე შეგიძლიათ ჩემი დაწურული ღვინოც იგემოთ, რომელიც მუდამ დგას კოკით ხის ქვეშ.

–შურა პაპა ახლა თქვენს ცხოვრებაზე, წინაპრებზე გვიამბეთ?

დავიბადე 1921 წელს, გორთან ახლოს, სოფელ ქვეშში. ეს ისტორიული ადგილია–იქ არის ქსნის ერისთავთა საძვალე, მე–12 საუკუნის სამონასტრო კომპლექსი და ციხე. შეძლებულ ოჯახში გავიზარდე, 8 დედმამიშვილი ვიყავით. ერთი და და შვიდი ძმა. ჩემი წინაპრები პატარა ფეოდალები იყვნენ, სახლი და ქონება მათ ბრძოლაში მოიპოვეს, ჩემი დიდი პაპა სოფელ საცხენეთის (ახლანდელი ცხინვალის რაიონის მკვიდრი, ქსნის ერისთავების მსახური, მეომარი, იკორთის დამცველი გახლდათ. 40–იან წლებში დაღესტნელთა შემოსევების დროს, ბრძოლაში თავი ისახელა და დააჯილდოვეს. 40 ჰექტარი მეზობლად დაასახლა. მეგობრობა თაობიდან თაობაზე გადადიოდა, ნიკოლოზ ერისთავის შვილიშვილი ლადო ( მამაჩემის სეხნია და თანატოლი) ხშირად მოდიოდა ჩვენს ოჯახში. მამა ყმაწვილკაცობაში ვაჭარ იაკობ ეგნატაშვილს ჰყავდა შეგირდად, სხვათა შორის ამ ოჯახის მოსამსახურე იყო სტალინის დედა–ეკატერინე ჯუღაშვილი და პატარა სოსოს ხშირად იქ უწევდა ყოფნა. როგორც ჩანს უქმად არ ჩაუვლია ეგნატაშვილის გაკვეთილებს და მამა თანამედროვე ტექნოლოგია რომ გამოვიყენოთ ნამდვილი ბიზნესმენი დადგა. ძალიან ჭკვიანი, პრაქტიკული, გამჭრიახი გონების, შრომისმოყვარე და საოცრად წესიერი კაცი იყო, სულ იმას გვასწავლიდა, პატიოსნად გვეცხოვრა. გახსოვდეთ ნაარმევი არავის შერჩებაო– გვეუბნებოდა, ბაღებს ყიდულობდა, ხილი მოყავდა და მერე საკუთარ მაღაზიებში (მაშინ საბაყლო ერვა) ყიდდა. 1930 წელს თბილისის ბინა, მაღაზიები ყველაფერი ჩამოგვართვეს ბოლშევიკებმა და საცხოვრებლად სარდაფში შეგვყარეს. საშუალო 1942 წელს დავამთავრე და გამიწვიეს სამხედრო სამსახურში. ცოტა ხანს ფრონტზე ბრძოლამაც მომიწია. მერე დაუსწრებლად მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტში ვსწავლობდი. 1951 წელს დავქორწინდი. მეუღლე ჩემი ექიმი სტომატოლოგი იყო, კეთილშობილი სამწუხაროდ ადრე გარდამეცვალა. 12 წლის წინ. მეუღლე სულ მხარში მედგა. მისი უკანასკნელი განსასვენებელი ადგილი ისე მოვაწყვე როგორც თავად მოეწონებოდა. მისი საყვარელი ყვავილებით დავამშვენე არემარე. მყავს 2 ქალიშვილი. ერთი დანიაშია გათხოვილი და 2 1 წლის შვილი ყავს, მეორეს ორი შვილი ყავს და ერთი შვილთაშვილი.

–ვიცით რომ ლექსებსაც წერთ...

_მაქვს ხანდახან ასეთი სისუსტე, როცა მომაწვება სევდა დავჯდები და ჩემთვის ვწერ ცხოვრებაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე..
–რა თქმა უნდა ბუნებაზეც, ხომ?
არა, ბუნებას არ ვეხები, რადგან ვფიქრობ რომ ვაჟას შემდეგ სირცხვილია, ამ თემაზე ვწერო... მიზიდავს აღმოსავლური პოეზია, ნაზიმი, ომარ ხაიმი, .... მინდა დავწერო ისტორიული რომანი, შამილის დროდან დღევანდლამდე... სადაც ჩემი წინაპრების ცხოვრებაც იქნება ასახული.